რა არის ბიტკოინი (Bitcoin)?
ბითკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას (ინგ. Cryptocurrency - ციფრული ვალიუტა), რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბითკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიეთებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბითკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება, თუმცა ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 21 მლნ ბიტკოინის გამომუშავება. უშუალოდ ბიტკოინი კი თავის მხრივ იყოფა მცირე ერთეულებად “სატოშებად (ბიტკინის დამაარსებლის სახელი ქვია „satoshi“)”, 1BTC -იგივე ერთი ბიტკოინი შეადგეს 100,000,000 სატოშს.
ბიტ კოინი კომპიუტერული პროგრამების დეველოპერმა სატოში ნაკამოტომ შექმნა. ეს არის მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. ამ ვალუტის შექმნის მთავარ მიზანი წარმოადგენდა ისეთი ვალუტის შექმნა, რომელიც იქნებოდა:
- აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან;
- ელექტრონულად გაგზავნადი, წამიერი სისწრაფის ტრანზაქციებით;
- ძალიან დაბალი საკომისიო მოსაკრებლით.
ასევე მოგახსენებთ რომ,
სხვა ტრადიციული ვალუტებისაგან განსხვავებით ბიტკოინი გამოირჩევა დეცენტრალიზებით.
რა ნისნავს დეცენტრალიზება? ბიტკოინის ქსელის გაკონტროლება არცერთ ინსტიტუციას არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებელი ბიტკოინის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელს ხდის მას მსხვილი ბანკებისგან.
ბიტკოინის ქსელი არ კონტროლირედება არცერთი ცენტრალური ინსტიტუტის მიერ. თითოეული გამომთვლელი მანქანა, რომელიც ტრანზაქციების პროცესინგს უზრუნველყოფს წარმოადგენს ერთი სისტემას, საერთო ქსელის ნაწილს და დაკავშირებულია ქსელში ჩართულ სხვა გამომთვლელ მანქანებთან. თეორიულად ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ ცენტრალურ მარეგულირებელ ინსტიტუტს არ შეუძლია რაიმე სავალუტო პოლიტიკის გამოყენებით მომხმარებლებს „წაართვას“ ბიტკონები.
კიდევ ერთი პლიუსი დეცანტრალიზააცის გახლავთ შემდეგი: ყველაზე მარტივი ოპერაციის, საბანკო ანგარიშის გახსნის შესასრულებლად ჩვეულებრივი საბანკო სტრუქტურები მომხმარებლებს საკმაოდ ხანგრძლივ და ხელოვნურად გართულებულ პროცედურებს ატარებენ. როცა საქმე ბიტკოინს ეხება, შეგიძლიათ დაივიწყოთ ხსენებული ბიუროკრატია. ბიტკოინის მისამართის შექმნა წამებში შეგიძლიათ. არავინ არაფერს გეკითხებათ და არანაირი საკომისიოს გადახდა არ გიწევთ. უფრო მეტიც იმდენი მისამართების შექმნა შეგიძლიათ რომ თემატურად დაალგოთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ ისე რომ ეს მისამართები არ იყოს სახელებზე, ფიზიკურ/იურიდიულ მისამართებზე ან სხვა პირად მონაცემებზე მიბმული და რაც ყველაზე საინტერესოა მომხმარებლის ანონიმურობა დაცულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ რაიმე გაუგებარი მიზეზით ქსელი გაითიშება (გავა offline), სისტემა უზრუნველყოფს ფულის მიმოქცევის პროცესის გაგრძელებას.
რა არის Blockchain?
ბიტკოინის ქსელი ყველა ტრანზაქციის შესაბამის ჩანაწერს ინახავს მონაცემთა საერთო ბაზაში, რეესტრში,რომელსაც Blockchain ეწოდება. Blockchain არსებული ყველა ტრანზაქციის ჩანაწერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ზემოთ ვახსენე მომხმარებლის ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. მაგრამ, შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური შეკითხვა როგორ შეიძლება იყოს დაცული ანონიმურობა ასეთ გამჭირვალე ქსელში? პასუხი მარტივია. ნებისმიერ ქსელში ჩართულ ადამიანს შეუძლია ნახოს და თქვას რამდენი ბიტკოინი ირიცხება კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ შეუძლებელია განსაზღვროს ვის ეკუთვნის ეს მისამართი, რადგან ბიტკოინ მისამართი არ შეიცავს მფლობელის პირად მონაცემებს.
ასევე შეიძლება შეკითხვა გაჩნდეს ბევრი მისამართის ქონაზე?
მომხმარებელს შეუძლია ბიტკოინის ქსელში მისი აქტივობები ნაკლებად შესამჩნევი გახადოს, მაგრამ ეს მხოლოდ შემდეგი გზით არის შესაძლებელი: არ გამოიყენოს ერთი და იგივე ბიტკოინ მისამართი ყოველი ტრანზაქციის შესრულებისას და არ გადარიცხოს ბიტკოინების ჭარბი რაოდენობა მრავლაჯერადად ერთსა და იმავე ბიტკოინ მისამართზე.
და ბოლოს
ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიო მინიმალურია
ბანკები საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკმაოდ დიდ საკომისიოებს აწესებენ. ბიტკოინების შემთხვევაში ტრანზაქციის საკომისიო მიზერულია.
ტრანზაქცია სწრაფი და მოქნილია
სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერი ერთი წერტილიდან შეგიძლიათ ბიტკოინები გაგზავნოთ ნებისმიერ მეორე წერტილში და ეს მხოლოდ რამდენიმე წუთის საკითხია თან ისე რომ არავითარი შუმავალი არ არის საჭირო (ბანკები და მისთანები).
შენიშვნა: გაგზავნილი ბიტკოინების დაბრუნება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადრესატი თავად მოინდომების მიღებული ბიტკოინების უკან დაბრუნებას.
ბიტცკოინების კურსი ძალიან სწრაფად იზრდება და დღეს
1 BTC = 1583.87 USD